ეროვნული სასახლე, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ლატვიელ მეგობრებთან ერთად, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, აკაკი ტყეშელაშვილის ინიციატივით, თაო-მ და ლატვიის მუსიკის აკადემიის სიმფონიურმა ორკესტრმა ბეთჰოვენის “თურქული მარში” დისტანციურად შეასრულა.
ვიდეოზე, რომელზეც ერთი თვე მუშაობდნენ, საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკების მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.
დიდ მადლობას ვუხდით პროექტის ყველა მონაწილეს – ლატვიისა და საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსებს; ორკესტრების სამხატვრო ხელმძღვანელებსა და დირიჟორებს – მირიან ხუხუნაიშვილსა და კასპარ ადამსონს, საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ლატვიის რესპუბლიკაში – აკაკი ტყეშელაშვილს, ანნია ბიჩულეს, იანის პურინშს, ნინო წითლაურსა და მიხეილ მდინარაძეს!
ვიდეო: მირიან ხუხუნაიშვილი
აუდიო: ნინო წითლაური