24 მაისს გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ლიტერატურულ-შემეცნებითი საათი ,,თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების, ინტერკლუბისა და ლიტერატურული ჟურნალისტიკის წრის მოსწავლეების მონაწილეებით, რომლებიც, პედაგოგებთან ერთად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს ეწვივნენ, ქრონოლოგიის დაცვით, ისაუბრეს საბჭოთა პერიოდამდელი და შემდგომი დროის მოღვაწეების- მწერლების, მეცნიერების, ხელოვანების დიდ ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მისი დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულ ბრძოლაში.
