12 აპრილს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში, გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის, ისტორიკოსი ირაკლი ირემაძის ლექცია-საუბარი «დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქართული მოდელი”. მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიაზე, იმ ისტორიულ წანამძღვრებზე, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უსწრებდა წინ, იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების- პირველი დემოკრატიული გზით არჩეული საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე.
