2 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაბადების დღეა ❗️❗️❗️
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს – ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით ქმნიან სასახლის ისტორიას, ასევე განსაკუთრებულად ვულოცავთ აღსაზრდელებს, რომლებიც სასახლეს საკუთარ მომავალს ანდობენ და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ჩვენთან ერთად დგამენ.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელ იუბილეს სასახლე სადღესასწაულო ღონისძიებების და სტუმრების გარეშე უჩვეულო მდგომარეობაში ხვდება. თუმცა არ ვკარგავთ სადღესასწაულო განწყობას და იმედი გვაქვს, სულ მალე განვაახლებთ სასწავლო პროცესს .
ჩვენი გუნდი აგრძელებს ეროვნული სასახლის – არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციის განვითარებას და მისი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მისიის ღირსეულად შესრულებას.