9 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში, ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ,,კლიმის კლუბი” დაარსდა.
პრეზენტაციას ესწრებოდ,ა ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე: ,,ეროვნული სასახლის კარი ღიაა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რადგან გვჯერა, რომ თითოეულ თქვენგანს შეუძლია თანატოლებზე დადებითი გავლენის მოხდენა და მათი ლიტერატურით დაინტერესება. კლუბის შექმნის ერთ-ერთი მთავრი იდეა სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობაა.”
ახლად დაარსებული კლუბის წევრებს, პროექტის ხელმძღვანელმა კლუბის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კლუბის თითოეულ წევრს, შესაძლებლობა ექნება, თავად მიიღოს მონაწილეობა აქტივობების დაგეგვმასა და განხორციელებაში.
წიგნის კითხვის კლუბის შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ. შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართება დისკუსია, კლუბის წევრების მიერ წინასწარ შერჩეული ლიტერატურული ნაწარმოებების შესახებ.
„კლიმის კლუბი“ სტუმრად მოიწვევს ლიტერატორებს კლუბის წევრთა სურვილის შესაბამისადიმ.


