დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ზეიმი განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება: თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საახალწლო სპექტაკლი “მაკნატუნა”, სადღესასწაულო წარმოდგენა: თოვლის ბაბუა, ჯამბაზების შოუ, ზღაპრებისა და მულტფილმების ნაცნობი, ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები.
მოწვეულ სტუმრებს ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი და ელფები დახვდნენ, პატარებს დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
მოსაწვევები ტრადიციულად გადაეცათ საქველმოქმედო ფონდებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გილოცავთ შობა- ახალ წელს და ოცნებების ახდენას გისურვებთ !!!