18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალი აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო სივრცე ,,არდაგი” გაიხსნა. აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო “არდაგი” სასახლის ბაზაზე დაარსდა; აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ თავი გამოცადონ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებში; შეისწავლონ კლასიკური, ციფრული და კონცეფტუალური ხელოვნება.
აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნოში თითოეული მიმართულების არჩევის შემთხვევაში მოსწავლეები თანაბრად დაეუფლებიან საგნის თეორიული და პრაქტიკული მხარეებს.