2 მაისს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების 5 წლის თავის აღსანიშნავად ევროპის საბჭომ და სახალხო დამცველის აპარატმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,ინტერკლუბის” მოსწავლეებთან გამართეს საჯარო ლექცია თემაზე:,,თანასწორობის მნიშვნელობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზები”.
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში -ვაჰაგ მურადიანმა და ,,მე ვირჩევ თანასწორობას” პროექტის უფროსმა ოფიცერმა- ნინო გობრონიძემ თანასწორობის უფლებაზე, არსებულ მექანიზმებსა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანიონის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის. ისაუბრა შეხვედრის მნიშვნელობაზე და როლზე მოსწავლეებისათვის, მათი უფლებების ცოდნის აუცილებლობაზე.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ მოსაზრებები გაეცვალათ თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ და ესაუბრათ მათ მნიშვნელობაზე დემოკრატიის, განვითარებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ასევე მიიღეს მეტი ინფორმაცია „მე ვირჩევ თანასწორობის“ კამპანიის შესახებ, თუ როგორ დაუჭირონ მხარი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული, მიზნად ისახავს დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრას და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას ყველასთვის განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
შეხვედრა ჩატარდა მე ვირჩევ თანასწორობის კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ, ინფორმაციის გავრცელება მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.