2-3 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის მოსმენა გაიმართა. ჟიური მონაწილეთაგან საუკეთესოებს შეარჩევს. ინსტუმენტები – ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, საყვირი, ვალტორნა, ვიოლინო, ალტი, ჩელო.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი 15 -დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსებს გააერთიანებს. ორკესტრი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაიდებს ბინას.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი.
მენეჯერი – კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მუნიციპალური დაფინანსებით იქმნება.
