24 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და ვარსკვლავის გახსნა გაიმართა.
თეატრალური მიმართულება უკვე 78 წელია არსებობს, სასახლის თეატრმა არაერთი წარმატებული ხელოვანი, მსახიობი და რეჟისორი აღზარდა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრის დიდი ისტორიისა და მრავალწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ფილმის ,,ეროვნული სასახლის თეატრი -78″ ჩვენება და ალბომის პრეზენტაცია.
ქ. თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი(გოგი) თოდაძემ ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების ხელმძღვანელს, ღირსების ორდენის კავალერს- ქალბატონ ზორაიდა ეგუტიას მადლობა გადაუხადეს ღირსეული მოღვაწეობისთვის, წარმატებული თაობების აღზრდისთვის და მიულოცეს დაბადების დღე, დღეგრძელობა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.
საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მადლობის სიგელები ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი (გოგი) თოდაძეს და ქალბატონ ზორაიდა ეგუტიას გადასცეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ხატია მოისწრაფიშვილმა და ვლადიმერ ონოფრიშვილმა.
ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თეატრალური მიმართულების სხვადასხვა თაობის წარმატებულმა აღზრდილებმა, კულტურის, თეატრალური სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა, მიმართულების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
ღონისძიების დასასრულს ეროვნული სასახლის წინ ვარსკვლავი გაიხსნა.
ღონისძიება განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და ,,ქართული სახელოვნებო სააგენტოს” ორგანიზებით.