მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთის გუნდმა ,,კარდინალმა” 16-წლამდელთა ბ-ლიგაში საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარმატებით იასპარეზა „ორბი1″- თან, ანგარიშით 68:63. გუნდი ახლა უკვე ნახევარფინალში გააგრძელებს საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას. გუნდის პრეზიდენტია თიკა რუხაძე, მწვრთნელი – ნოდარ ბერიაშვილი, გუნდის მენეჯერი – ბადრი ბერიაშვილი, ასისტენტი – ომარ ლებანიძე, გუნდის ექიმი – ლელა გაბოძე.
