3- 5 დეკემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება: პოპულარული ლექციები, კოდირების საათები, რომლებსაც უძღვებოდნენ პროფესიონალი პროგრამისტები და კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები. კვირეულში მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სხვადასხვა მიმართულების, ქალაქ თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები, მონაწილეებს ქართულმა უნივერსიტეტმა სამახსოვრო საჩუქრები გადაცა.
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან ჩართულია მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.