10 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის “ინტერკლუბში” მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა სასახლის 2017-2018 სასწავლო წლის წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ სასახლის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და დააჯილდოვა სიმბოლური საჩუქრებით. “მადლობა იმ შრომისა და ამაგისთვის, რომელიც თქვენ მიგიძღვით თითოეული ბავშვის აღზრდაში”. დირექტორმა ასევე აღნიშნა ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის პედაგოგების წარმატებით მონაწილეობა ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში, ყურადღება გაამახვილა სასახლეში მიმდინარე განახლების პროცესზე.