24 თებერვალს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უცხო ენების მიმართულებამ მთარგმნელთა 52-ე საქალაქო კონკურსი ჩაატარა. კონკურსი, რომელშიც თბილისის საჯარო და კერძო სკოლების VIII – XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და ესპანურ ენებში გაიმართა. ტრადიციულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში 196 ნორჩი მთარგმნელი მონაწილეობდა. წარმატებული მონაწილეები ეროვნული სასახლის სიგელებით დაჯილდოვდებიან.
სასახლის უცხო ენების მიმართულების ხელმძღვანელი- ნანა ბუდაღაშვილი.
კონკურსის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობას გაუძლიეროს ინტერესი უცხო ენებისა და ლიტერატურისადმი, გაუღრმავოს ცოდნა, გაუფართოვოს თვალსაწიერი და დაუხვეწოს თარგმნის ტექნიკა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება არა მხოლოდ ის, თუ როგორ ართმევენ მოსწავლეები თავს მხატვრულ თარგმანს, არამედ, რა დონეზე ფლობენ მშობლიურსა და უცხო ენებს.