3 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული ,,სასახლის სარკეებიან” დარბაზში საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ,,პირველი რესპუბლიკის თასი” გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ გახსნა, მან მოზარდებისთვის ჭადრაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა, წარმატება უსურვა ტურნირში მონაწილე გუნდებს და მადლობა გადაუხადა ღონისძიების მხარდამჭერებს, ასევე ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის საუკეთესო პედაგოგები- მზია ლოლიშვილი და ვაჟა გორგაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ბლიც- ტურნირში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 4 დაკომპლექტებული იყო ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის მოსწავლეებით : „ნტნ“, „ნონა“, „ვახტანგი“, „ოთხი გოჭი“, ხოლო დანარჩენი 12 გუნდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს წევრები და საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
პირველი რესპუბლიკის თასი მოიპოვა – გუნდმა ,,მასწავლებელი” : 1.მაკა მაჩიტიძე. 2.გია სიხარულიძე. 3.გია მურღულია, 4.მიხეილ გაბესკირია. I I ადგილზე პედაგოგ დავით გურგენიძის მოსწავლეთა გუნდი ,,ნტნ” გავიდა: 1.ანასტასია ქოქიაშვილი. 2.საბა ლომსაძე, 3.ზურაბ გონგლიაშვილი, 4.გიორგი სანიკიძე.
ღონისძიების ფარგლებში მომზადდა საჭადრაკო თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ჭადრაკის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიება გააფორმა მევიოლინეთა ანსამბლმა „სი – მი“ და ეროვნული სასახლის ფოლკლორულმა ანსამბლებმა „დარიალი“ და „ალიონი“.
პირველი რესპუბლიკის თასი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში უკვე მეორედ გაიმართა.