8 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ,,სარკეებიან დარბაზში” გაიმართა პროფესიული განათლების გამოფენა – „გაიცანი პროფესია“.
პროფესიული განათლების მიზნებსა და გამოწვევებზე, კონცეპტუალურ საკითხებზე ისაუბრეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე წეროძემ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ისაუბრა პროფესიული განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მომავალი თაობისთვის მისი მსოფლმხედველობის გაფართოების, მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლების თვალსაზრისით. მადლობა გადაუხადა ღონისძიების მხარდამჭერებს, ასევე სტუმრებს მობრძანებისთვის და წარმატებები უსურვა საზოგადოებრივ კოლეჯ ,,სპექტრს”.