28 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში კინოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საახალწლო ზეიმი გაიმართა აუდიო-ვიზუალური მიმართულების სტუდია „პიონერფილმის“ უმცროსკლასელების და უფროსი თაობის მოსწავლეების მონაწილეობით. ზეიმის მონაწილეებმა განასახიერეს კინო და ზღაპრის გმირები, ისაუბრეს კინოხელოვნების ისტორიისა და განვითარების გზების შესახებ. აუდიტორიას აჩვენეს გასული, 2018 წლის წლის საქმიანობის ამსახველი კადრები, შეაჯამეს გაწეული მუშაობა,გაიხსენეს კურიოზები. შედგა „პიონერფილმის“ წევრების მიერ გადაღებული ფილმების, მათ შორის, „ბებოების“ პრემიერა. „პიონერფილმის“ წარმატებულმა აღზრდილებმა აქ გატარებული დაუვიწყარი წლები გაიხსენეს. საზეიმო საღამოს დასასრულს „პიონერფილმის“ პრეზიდენტად მარიამ გიგილაშვილი აირჩიეს.
