3-5 იანვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი გაიმართა. ზეიმი განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება: თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ახალი სპექტაკლი “საახალწლო ზღაპარი”, სადღესასწაულო წარმოდგენა: თოვლის ბაბუა, ჯამბაზების შოუ, ზღაპრებისა და მულტფილმების ნაცნობი, ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები, მხიარული სანტა კლაუსი; გაიმართა სახალისო აქტივობები, თამაშები მოზარდებისთვის, შესრულდა საახალწლო სიმღერები, მუსიკალური ნომრები, მოწვეული სტუმრები ანიმატორებმა გაართეს, ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში, ტრადიციულად, საქველმოქმედოა. მოსაწვევები გადაეცათ საქველმოქმედო ფონდებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს.