22-24 დეკემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით სასახლეში ფუნქციონირებდა ზამთრის საგანმანათლებლო სკოლა ,,მომავლის ბავშვები“. პროექტის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები: ლექცია-საუბრები, ვორქშოფები, ლაბორატორიული ცდები, ჩატარდა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „გლობალური დათბობა და ეკოლოგიური პრობლემები“. სკოლის ბენეფიციარებს თბილისის ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჩაუტარდათ ლექციები.