11 -15 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მეორე საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართა.
საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, ცნობილ რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ლექციებს, სემინარებს და სხვა ღონისძიებებს. ფესტივალში მონაწილეობდნენ 13-22 წლის ახალგაზრდები 6 ქვეყნიდან – მაკედონია, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო, ასევე ირანის წარმომადგენლები.
კინოფესტივალი “თაობა” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის და კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა.