31 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ, კულტურის და განათლების ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ქავთარაძემ, კინოფესტივალის „თაობა“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ პრეზენტაცია-წარდგენა გამართეს.
სპიკერებმა ისაუბრეს კინოფესტივალის ძირითად პროგრამაზე, ახალგაზრდებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობაზე, მოწვეულ სტუმრებზე, მონაწილეობის წესებსა და პარტნიორ უცხოურ კინოფესტივალებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის შესაძლებლობებზე.
2019 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ტარდება საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“.
პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება.