17 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ,,არაფორმალური განათლების გამოწვევები”.
კონფერენცია წარიმართა თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი გვილავას, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის მონაწილეობით, რომლებმაც არაფორმალური განათლების მიზნებსა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების, ასევე საერთაშორისო პროგრამების დანერგვა და უცხოური გამოცდილების გაზიარება.