7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ მიიღო მონაწილეობა. სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, საშემსრულებლო მიმართულებების ხელმძღვანელმა ხათუნა შავშიშვილმა და ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლაშქარის“ წევრებმა, ჩოხოსნებმა საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
