მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის შიდა ბაღში, კარანტინის შემდგომი პირველი სიმფონიური მუსიკის – ,, ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილი ” კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე შესრულდა:
ლ.ვ ბეთჰოვენის უვერტიურა ბალეტისთვის ,,პრომეთეს ქმნილებანი”, თხზ. 43.
საფორტეპიანო კონცერტი No.4, სოლ მაჟორი, თხზ.58
სოლისტი – ბარბარე თათარაძე;
დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი;
თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი შეიქმნა მუნიციპალური დაფინანსებით, ორკესტრი 15-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი.
ორკესტრის დირექტორია კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე.