4 ივნისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო-ვიზუალური მიმართულების ვარსკვლავოსანი სტუდია „პიონერფილმის” მიერ შექმნილი ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმის – „თეთრი დარბაზი” (1028 დღე) პრემიერა გაიმართა.
ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.
პრემიერის ჩვენებამდე ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ UNICA-ს – კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის დეივ უეტერსონის მიერ გამოგზავნილი ჯილდო გადასცა გრიგოლ ჩიგოგიძეს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და კინოფესტივალ “თბილისური აისის” მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.
ჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა.