16 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში გაიმართა აუდიო-ვიზუალური მიმართულების გ. თიკანაძის სახელობის ფოტოსტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ,,La vie em rose ” – მოზარდების მიერ დანახული სამყარო, რომელზეც 40-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას, მწვანე სივრცეში კულტურული ღონისძიებები – კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები იმართება.
