27 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში “ჩემი სასახლე” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს – თეკლა ხარაზიშვილს, ლიზა გოშაძეს, ელენე ტუშურს, მარიამ მისკარიანს და ქეთი გეთიაშვილს თბილისის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს კონკურსანტების წახალისებისთვის, მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს კი გამარჯვება მიულოცა.
კონკურსში წარმოდგენილი ფოტოები თემატურად ეროვნულ სასახლეს, მის საქმიანობასა და ისტორიას უკავშირდება, შემოსულ ნამუშევრებს შორის საუკეთესო ხუთეული კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია.
კონკურსის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდებში ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია, კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, სასახლის საქმიანობის წარმოჩენა.
კონკურსი ეროვნული სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით გაიმართა.