17 დეკემბერს, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ფესტივალის „თაობა“ – 2018 გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ანსამბლები, რომლებიც მაყურებლის წინაშე ფართო მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. ანსამბლებმა “ლაშქარი”, “იმედი”, “სიხარული” “შევარდენი”, “ფერხული“ „ბასიანი“, „თამარიონი“, „კავკასიონი“ შეასრულეს ქართული ხალხურ ცეკვები, წარმოადგენს საინტერესო ქორეოგრაფიული დადგმები.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ისაუბრა სასახლის ქორეოგრაფიული სკოლის, მიმართულების ტრადიციებსა და დღევანდელ გამოწვევებზე, აღნიშნა, რომ ქორეოგრაფიულ ფესტივალში 1000-მდე მოზარდი მონაწილეობდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
ფესტივალის მონაწილე ქორეოგრაფიულ ანსამბლებს დიპლომები და სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.
საღამო მიჰყავდათ მუსიკათმცოდნეს, სასახლის პედაგოგ მაია დათუნაშვილსა და თეატრმცოდნეს, სასახლის თეატრალური მიმართულების ხელმძღვანელ ნიკოლოზ წულიკიძეს. ქართული ფოლკლორული ცეკვის ფესტივალის მიზანია ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია, ქართული ფოლკლორული ცეკვისადმი საზოგადოების, ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება და სასახლეში მოქმედი ანსამბლების წახალისება.