2 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, არსებობის 78 წელი შეუსრულდა.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს – ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით ქმნიან სასახლის ისტორიას, ასევე განსაკუთრებულად ვულოცავთ აღსაზრდელებს, რომლებიც სასახლეს საკუთარ მომავალს ანდობენ და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ჩვენთან ერთად დგამენ.
ჩვენი გუნდი აგრძელებს ეროვნული სასახლის- არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციის განვითარებას და მისი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მისიის ღირსეულად შესრულებას.