„კარდინალი“ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთის გუნდმა ,,კარდინალმა” 16-წლამდელთა ბ-ლიგაში  საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარმატებით იასპარეზა „ორბი1″- თან, ანგარიშით 68:63. გუნდი ახლა უკვე ნახევარფინალში გააგრძელებს საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას. გუნდის პრეზიდენტია  თიკა რუხაძე, მწვრთნელი –  ნოდარ ბერიაშვილი, გუნდის მენეჯერი –  ბადრი ბერიაშვილი, ასისტენტი  – ომარ ლებანიძე, გუნდის ექიმი – ლელა გაბოძე.