სტუდია „პიონერფილმის” და მედიასტუდია „დროს” მოსწავლეები ავსტრიაში

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმისა” და მედიასტუდია „დროს” მოსწავლეები „პიონერფილმის” ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის  ხელმძღვანელობით   საზაფხულო აკადემია „KIDS MEDIA HOUSE ”  -ში მონაწილეობენ,  რომელიც  ავსტრიული  ორგანიზაციის “ENERGY FOR LIFE”  პროექტია. ტალანტების კონკურსში სასახლის მოსწავლეებმა საზაფხულო აკადემიის  მთავარი ჯილდო – ოქროს ვარსკვლავი მოიპოვეს. საზაფხულო აკადემიაში  ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან,  მსახიობებთან, ჟურნალისტებთან,  სასახლის  მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა…

„მზიურის“ კლიპის გადაღება

20 ივნისს ეროვნული სასახლის ისტორიულ ბაღში განახლებული  ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის” კლიპის გადაღება მიმდინარეობდა. სასახლის  პარტნიორი და მხარდამჭერი,  ტელეკომპანია „იმედი”,  ამჯერად  პროექტის „იმედის მუსიკალური კოლექციის” (რეჟისორი კახაბერ ცისკარიძე)  ფარგლებში „მზიურის” განახლების პროექტით დაინტერესდა.