პროექტი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200“

26 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტის ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200″ ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული საათი ,,ვერღა ამიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!” ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელმა რუსუდან ყიფიანმა ისაუბრა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები პირადი წერილებიდან. ყურადღება გამახვილდა მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის იმ ნაწილზე, რომელიც სატრფიალო-სამიჯნური ხასიათისაა.