საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი

3-6 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი იმართება. ზეიმი  განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება: თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  ახალი საახალწლო სპექტაკლი, ჯამბაზების შოუ, თოვლის ბაბუა, პატარა სანტები, ზღაპრის ნაცნობი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები; გაიმართა სახალისო აქტივობები, თამაშები მოზარდებისთვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების  ანსამბლები,…