ფინანსები და საბანკო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში
23 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამედროვე ტექნოლოგიების და ფინანსური განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ერთობლივი ღონისძიება „ფინანსები და საბანკო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში”. საუბარი ეხებოდა ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, ფინანსური საკითხების ასახვას ქართულ ლიტერატურაში, ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათებას ამ თვალსაზრისით, ფინანსური სფეროსა და ჰუმანიტარული მიმართულების სხვა საერთო თემატიკას.