კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია

2017 წლის 26 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია დაარსდა. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ევროპის კულტურის პარლამენტის, საერთაშორისო მოძრაობის “ევროპის სულისთვის”, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ „კავკასიის“ და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. კულტურული დიპლომატია, როგორც რბილი ძალა, წარმოადგენს იდეების, ინფორმაციის, ხელოვნების და კულტურის სხვა ასპექტების გაცვლას მოქალაქეებსა და ქვეყნებს შორის,…