ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელზეც მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დეტალებზე ისაუბრეს. ფესტივალის მიზანია ხელი შეეწყოს ახალ თაობაში სახელოვნებო დარგების და კერძოდ, სასიმღერო ხელოვნების განვითარებას, მუსიკალური რეპერტუარის მუდმივ განახლებას, ქართული სასიმღერო ნაწარმოებების შექმნას და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციას.…