ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

10-15 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. კვირეულის შემაჯამებელი, დამაგვირგვინებელი ღონისძიება –   ლიტერატურულ-შემეცნებითი  საღამო ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ 15 აპრილს გაიმართა. ქართული ენის და ლიტერატურისა და თეატრალური მიმართულებების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის განვითარების მრავალსაუკუნოვანი  ისტორია, ცნობილი ქართველი მოღვაწეების გამონათქვამები ენაზე, ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, ისაუბრეს ამ  უნიკალური ფენომენის ძალასა და  ფართო  შესაძლებლობებზე.   პედაგოგმა  რუსუდან ყიფიანმა…