ფოტოკონკურსში “ჩემი სასახლე” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

27 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში  “ჩემი სასახლე” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს – თეკლა ხარაზიშვილს, ლიზა გოშაძეს, ელენე ტუშურს, მარიამ მისკარიანს და ქეთი გეთიაშვილს თბილისის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს კონკურსანტების წახალისებისთვის, მოსწავლეებს და მათ…