მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

12 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარის განვითარება, მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება მეცნიერებისა და კულტურის ამა თუ იმ დარგის დასაუფლებლად. წლევანდელი კონფერენცია ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციაში საჯარო და კერძო სკოლების VIII – XII კლასების მოსწავლეები, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლების, ახალგაზრდული ცენტრებისა…