ფილმის „თეთრი დარბაზი“ პრემიერა

4 ივნისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო-ვიზუალური მიმართულების ვარსკვლავოსანი სტუდია „პიონერფილმის” მიერ შექმნილი ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმის – „თეთრი დარბაზი” (1028 დღე) პრემიერა გაიმართა. ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. პრემიერის ჩვენებამდე ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ UNICA-ს – კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის დეივ უეტერსონის მიერ გამოგზავნილი…