კლასიკური ვოკალის სტუდიის კონცერტი

16 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კლასიკური ვოკალის სტუდიის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. სტუდიის აღსაზრდელებმა, ქართველი, იტალიელი და ინგლისელი კომპოზიტორების რომანსები შეასრულეს. სასახლესთან არსებული სტუდია, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. სტუდიის ხელმძღვანელია ოპერის მომღერალი მარიამ ნაჭყებია, პიანისტი-კირა ლელაშვილი.