გეოგრაფიული ვიქტორინა – 2018

24 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკებიან დარბაზში ჩატარდა   გეოგრაფიული ვიქტორინა – კონკურსი  ეროვნული სასახლის და ალ.ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით;  ტურში მონაწილეობდა   საქართველოს სხვადასხვა რეგიონის,  თბილისის  საჯარო და კერძო სკოლების 10 გუნდი.     მონაწილეებს კონკურსის პირობები გააცნო  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების პედაგოგმა  ლეილა მებაღიშვილმა.   გეოვიქტორინის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მოსწავლეებს წარმატება უსურვეს  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი მაჭარაშვილმა, გეოგრაფიული…