სასახლე პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ შეუერთდა

29 ივნისს, ქალაქ თბილისის მერიის პროექტს „თბილისის ცის ქვეშ”, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე შეუერთდა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია  დაესწრნენ. კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. კონცერტზე სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერები შესრულდა. ამასთან ერთად, სასახლის ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს სიმღერები ახალი მუსიკალური პროექტიდან „სიმღერით გეტყვი…