სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დირექტორი თანამშრომლებს შეხვდა

3 სექტემბერს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო წლის მნიშვნელოვან სიახლეებსა და ყველა მიმართულებით მიმდინარე განახლების პროცესს, დაგეგმილ ცვლილებებს, მასშტაბურ პროექტებსა და ფესტივალებს.

კინოფესტივალი თბილისური აისი

სასახლე ემზადება საერთაშორისო კინოფესტივალისთვის! გრიგოლ ჩიგოგიძის ინიციატივით და სტუდია “პიონერფილმის” ბაზაზე 2017 წელს აღვადგენთ საერთაშორისო კინოფესტივალს. ამ ეტაპზე დასრულდა კინოფესტივალის ბრენდინგის ეტაპი. პარალელურად მიმდინარეობს საფესტივალო პროგრამის და მონაწილეთა რეგისტრაციის მოსამზადებელი სამუშაოებიც.