საგანმანათლებლო სკოლა ,,მომავლის ბავშვები“

22-24 დეკემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის ორგანიზებით,   აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით  სასახლეში ფუნქციონირებდა ზამთრის საგანმანათლებლო სკოლა  ,,მომავლის ბავშვები“.  პროექტის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები: ლექცია-საუბრები, ვორქშოფები,  ლაბორატორიული ცდები, ჩატარდა  მოსწავლეთა სამეცნიერო  კონფერენცია თემაზე „გლობალური დათბობა და ეკოლოგიური პრობლემები“. სკოლის ბენეფიციარებს თბილისის  ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრსა და  საქართველოს დაცული  ტერიტორიების სააგენტოში ჩაუტარდათ  ლექციები.