საშობაო დღესასწაული

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე,  პირველი რესპუბლიკის მოედნიდან  ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ მიიღო მონაწილეობა. სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, საშემსრულებლო მიმართულებების ხელმძღვანელმა ხათუნა შავშიშვილმა  და  ქორეოგრაფიული ანსამბლ  „ლაშქარის“  წევრებმა,  ჩოხოსნებმა საზეიმო მსვლელობის   მონაწილეებს  შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.