საჭადრაკო ფესტივალი „ვახტანგიანა-2019“

მოსწავლე -ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლამ  ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვახტანგ ქარსელაძის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საჭადრაკო ფესტივალი „ვახტანგიანა-2019“ ჩაატარა, რომლის მთავარი ტურნირიც  20 – 21 იანვარს ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდა 8 გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო  სასახლის საჭადრაკო სკოლის ყველა თაობის პედაგოგებისა და სკოლის აღზრდილებისგან. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობის სიგელი გადასცა სასახლის ღვაწლმოსილ…