მედიაწიგნიერების ტრენინგი

18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის „ამერიკულ კუთხეში“  პროექტ “მედია ლაბ” – ის შეხვედრა შედგა. ტრენერ მარიამ ჭანიშვილთან ერთად პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს მედიაწიგნიერების რაობაზე და სხვადასხვა ჭრილში განიხილეს მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო სივრცე ,,არდაგი”

18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალი აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო სივრცე ,,არდაგი” გაიხსნა. აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო “არდაგი”  სასახლის ბაზაზე დაარსდა;  აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ თავი გამოცადონ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებში; შეისწავლონ კლასიკური, ციფრული და კონცეფტუალური ხელოვნება. აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნოში თითოეული მიმართულების არჩევის შემთხვევაში   მოსწავლეები  თანაბრად დაეუფლებიან საგნის თეორიული და პრაქტიკული მხარეებს.