„გლობალური ფულის კვირეული“ სასახლეში

25-26 მარტს, „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა როლანდ სპანდერაშვილმა ჩაატარა ინტერაქტიული ლექცია ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ. „აფლატუნის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით სასახლის მათემატიკის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების მოსწავლეებმა ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ითამაშეს სამაგიდო თამაშები.