„დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქართული მოდელი”

12 აპრილს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში,   პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში,  გაიმართა   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის, ისტორიკოსი  ირაკლი ირემაძის  ლექცია-საუბარი  «დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქართული მოდელი”.   მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიაზე, იმ ისტორიულ წანამძღვრებზე, რომელიც  დამოუკიდებლობის გამოცხადებას უსწრებდა წინ, იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე,  ეროვნული…